Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი კიევს ბრალად სდებს „დიქტატორული“ მეთოდების გამოყენებას


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, უკრაინაში „დიქტატორულ და ზოგჯერ ტერორისტულ მეთოდებს“ მიმართავენ ახალი ლიდერების მოწინააღმდეგეებზე ზეწოლის მოსახდენად. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, უკრაინის პარლამენტი კონსტიტუციის რეფორმას ახორციელებს შესაბამისი დებატების გარეშე და ამტკიცებს კანონებს, რომლებიც ზღუდავს ეთნიკური რუსების უფლებებს. ამავე დროს რუსეთის საგარეო უწყება აკრიტიკებს დასავლეთის ქვეყნებს, რომლებსაც, მოსკოვის შეფასებით, არ ადარდებთ უკრაინის ბედი და „გეოპოლიტიკური გათვლებით“ არიან დაკავებული საკუთარი ინტერესების გასატარებლად. დღესვე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვში სერიოზულ ეჭვებს იწვევს უკრაინის ბევრი სამთავრობო უწყების კანონიერება. ამასობაში, ევროკომისიამ განაცხადა, რომ უკრაინის ლეგიტიმურ მოქმედ პრეზიდენტად ცნობს ოლექსანდრ ტურჩინოვს და რომ უკრაინას შეუძლია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არჩევნების შედეგად ახალი მთავრობის შექმნის შემდეგ. უკრაინის მიმართ მხადრაჭერა ორშაბათს ბრიუსელში დაადასტურა ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰერმან ვან რუმპემ: “მივესალმები უკრაინელი ხალხის ნებას, იცხოვროს თავისუფალ, დამოუკიდებელ და ერთიან ქვეყანაში, რომელსაც მტკიცე კავშირი აქვს ევროპის კავშირთან. ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ ასოცირების შეთანხმებას და მხარი დავუჭიროთ უკრაინას ამ მძიმე პერიოდში.“
XS
SM
MD
LG