Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქრაძე ხელისუფლებას ურჩევს ბარაკ ობამას „მთავარი გზავნილის“ გაზიარებას


საქართველოს პარლამენტის უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე მიესალმება ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას და მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას უკრაინაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ფონზე ანიჭებს. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს ის განსაკუთრებული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც გასულ წლებში ჩამოყალიბდა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ კარგად გაიაზროს ის მთავარი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ მოდიოდა პრეზიდენტ ობამასაგან, რომ საქართველოს სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას სჭირდება თანამშრომლობა ყველა პოლიტიკურ ძალას შორის და არა დაპირისპირება და კონფრონტაცია“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
XS
SM
MD
LG