Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონი უკრაინის ახალ ხელმძღვანელობას „მტკიცე მხარდაჭერას“ ჰპირდება


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი მოუწოდებს რუსეთს, უკრაინასთან მიმართებაში კეთილი მეზობელივით მოიქცეს და არ შეუშალოს ხელი მას, არჩეული გზით სიარულში. სამშაბათს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ეშტონი უკრაინის ახალ ხელმძღვანელობას „მტკიცე მხარდაჭერას“ დაჰპირდა. ეშტონი დასავლეთის სამყაროს პირველი ლიდერია, რომელიც პრეზიდენტ ვიქტორ იანკოვიჩისათვის უფლებამოსილების გადაყენების შემდეგ ჩავიდა უკრაინაში. დღესვე კიევში ელოდებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვილიამ ბერნსს. ვაშინგტონმა ორშაბათს განაცხადა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილება შეუჩერა, აღარ წარმოადგენს „მოქმედ პრეზიდენტს“. თუმცა, თეთრი სახლი ჯერჯერობით არ ჩქარობს ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად რომელიმე პოლიტიკოსის ცნობას. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ადგილსამყოფელი კი დღემდე უცნობია.
XS
SM
MD
LG