პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრა არის ხაზგასმა, რომ რეგიონში შექმნილ ურთულეს ვითარებაში აშშ მტკიცედ და ნათლად გამოხატავას მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიის, სუვერენეტიტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, - განაცხადა დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და იმედისმომცემი უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს იმის დემონსტრირებად, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველომ შეძლო აშშ-თან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ უფრო მეტად გაღრმავება. "ეს გვაძლევს იმის გარანტიას, რომ შეერთებული შტატები რჩება თავის ურყევ პოზიციაზე საქართველოსთან მიმართებით მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება მსოფლიოში და ჩვენ სამეზობლოში“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ყველაზე პოპულარული
1