Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალურად გამოცხადდა იანუკოვიჩის ძებნა


ოფიციალურად გამოცხადდა უკრაინის გადაყენებული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ძებნა. უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, ოლეგ მახნიცკის ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს, ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა გამოცხადდა: "შემიძლია გაცნობოთ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩზე ოფიციალურად გამოცხადდა ძებნა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით – ადამიანების მასობრივი მკვლელობის მუხლით დამამძიმებელ გარემოებებში," განაცხადა ოლეგ მახნიცკიმ.
XS
SM
MD
LG