Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიის ერთ-ერთ სკოლაში განხორციელებულ თავდასხმას 59 ბავშვი ემსხვერპლა


ნიგერიაში სავარაუდოდ დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მებრძლები სასტიკად გაუსწორდნენ შტატ იობეში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს, იტყობინება სააგენტო როიტერსი. სამშაბათს პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად სულ ცოტა 59 მოსწავლე დაიღუპა. მებრძოლებმა ცეცხლი გახსნეს ბავშვების მისამართით, რამდენიმე მათგანი ცოცხლად დაწვეს. დაჯგუფების სახელწოდება „ბოკო ჰარამ“ ითარგმნება, როგორც „დასავლური განათლება აკრძალულია“. ამ ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები, რომლებიც ნიგერიის ჩრდილოეთით ისლამისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის იბრძვიან, ხშირად ესხმიან თავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ამ თავდასხმების მსხვერპლი ათასობით ადამიანია.
XS
SM
MD
LG