Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა პაკო დე ლუსია


26 თებერვალს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა ვირტუოზი ესპანელი გიტარისტი, პაკო დე ლუსია. მუსიკოსი, რომელმაც ფლამენკოს ჟანრი მთელ მსოფლიოში გახადა პოპულარული, გულის შეტევით გარდაიცვალა. პაკო დე ლუსია რამდენიმე პრემიის ლაურეატია. 2004 წელს მას გადაეცა ესპანეთის პრესტიჟული „ასტურიასის ჯილდო“, როგორც ფლამინკოს ყველაზე უნივერსალურ შემსრულებელს. ბოლო წლების განმავლობაში ცნობილი გიტარისტი დროგამოშვებით ესპანეთსა და მექსიკაში ცხოვრობდა. ესპანეთის ქალაქ ალხესირასში, სადაც მუსიკოსი დაიბადა, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG