„უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე სულ უფრო აშკარა ხდება, რომ გარკვეული საგარეო ზეწოლა დესტრუქციულ როლს თამაშობს არა მხოლოდ რეგიონული სტაბილურობის კუთხით, არამედ საქართველოს, უკრაინის და მოლდავეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის არსებობის თვალსაზრისითაც,“ განაცხადა ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი შეფასებით, „აშკარაა, რომ სანამ ევროკავშირი არ მისცემს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებს წევრობის მკაფიო დაპირებას, უკრაინის მსგავსი კრიზისი კვლავაც მოხდება.“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ რეგიონის დიდ და პატარა ქვეყნებს უნდა გაუგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომელიც გაამყარებს მოსაზრებას, რომ ვერცერთი მესამე მხარე ვერ შეძლებს, გავლენა იქონიოს რეგიონის ქვეყნების მისწრაფებებზე, თავად აირჩიონ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ან უცხოური ალიანსები. „მთელი ჩვენი რეგიონისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპზე დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ საგარეო პოლიტიკაში ღირებულებებზე უარის თქმა შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს არა მხოლოდ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებს, არამედ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას,“ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან იმედი გამოთქვა, რომ „საქართველო მიიღებს მხარდაჭერის თავის სამართლიან წილს და დაფასებას იმ პროგრესისთვის, რომელსაც მიაღწია უხეში საგარეო წნეხის მიუხედავად.“
ირაკლი ღარიბაშვილი: საერთაშორისო თანამეგობრობამ რეგიონის დიდ და პატარა ქვეყნებს უნდა გაუგზავნოს მკაფიო გზავნილი
ყველაზე პოპულარული
1