დღეს სომხეთში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ორი დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება თავის სომეხ კოლეგას, სერჟ სარქისიანს; სომხეთის პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანს; სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე ოვიკ აბრამიანს და სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს.
ყველაზე პოპულარული
1