Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეიგელი: აშშ „ყურადღებით აკვირდება“ რუსეთის სამხედრო მანევრებს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჩაკ ჰეიგელის განცხადებით, შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მანევრებს. ხუთშაბათს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გამოსვლისას, ჰეიგელმა მოსკოვს მოუწოდა, ნუ გადადგამს ნაბიჯებს, რომლებმაც შესაძლოა, გაუგებრობა გამოიწვიოს. თავდაცვის მინისტრმა ისევ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი ყველა ქვეყნისაგან, მათ შორის რუსეთისაგან მოელის უკრაინის სუვერენობის პატივისცემასა და პროვოკაციებისათვის თავის არიდებას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა ბრძანება დასავლეთ რუსეთში სამხედრო წვთრნების დაწყების შესახებ მაშინ, როცა უკრაინაში დაძაბული ვითარებაა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენების შემდეგ. რუსი ოფიციალური პირების ცნობით, სამხედრო მანევრებში ჩართულები არიან 150 000-მდე ჯარისკაცი, 900-მდე ტანკი, სამხედრო თვითმფრინავები და გემები. მოსკოვი აცხადებს, რომ დაიცავს შავი ზღვის ფლოტს, რომლის შტაბ-ბინაც უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.
XS
SM
MD
LG