Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 მოსწავლე ემსხვერპლა ავტოავარიას აღმოსავლეთ ტაილანდში


13 მოსწავლე ემსხვერპლა ავტოავარიას აღმოსავლეთ ტაილანდში. ერთმანეთს დაეჯახნენ სკოლის ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ აღმოსავლეთ ტაილანდის პოლიცია ავრცელებს. დაშავებულია კიდევ 30-მდე მოსწავლე. ამ დროისათვის პოლიცია ეძებს გაქცეულ მძღოლს. გასულ წელს ტაილანდში საგზაო-სატრანსპორტო ავარიების შედეგად 8600 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG