26 თებერვალს თბილისში, „ფრონტლაინ ჯორჯიას“ ოფისში მოეწყო პრემიერა-დისკუსია ახალი ქართული დოკუმენტური ფილმისა „თბილისი - გათენებიდან დაღამებამდე“. ეს 40-წუთიანი ფილმი ნაწილია პოლონელი კინოდოკუმენტალისტების, ლოძის კინოსკოლის პროფესორების - მიროსლავ დემბინსკისა და მაჩეი დრიგასის საავტორო დოკუმენტური პროექტისა „მსოფლიო გათენებიდან დაღამებამდე“.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.