Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას ეწვია


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას ეწვია ფრანგ სამხედრო მოსამსახურეებთან და დროებით პრეზიდენტ, კეთრინ სამბა პანსასთან შესახვედრად. საფრანგეთმა თითქმის სამი თვის წინ გააგზავნა სამხედრო მისია თავის ამ ყოფილ კოლინიაში რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალადობისაგან მოსახლეობის დასაცავად. პარიზის განცხადებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიას „მნიშვნელოვანი სირთულეები“ ხვდება ვითარებაზე კონტროლის დამყარების მცდელობისას. მიმდინარე კვირაში საფრანგეთის პარლამენტმა ვადა გაუხანგრძლივა ოპერაცია „სანგარისს“ და დამატებით 400 ჯარისკაცი გააგზავნა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მუსლიმმა მეამბოხეებმა შარშან, მარტში დაამხეს ამ რესპუბლიკის მთავრობა, რასაც მოჰყვა ქრისტიანების შეიარაღებულ ჯგუფებთან დაპირისპირება.
XS
SM
MD
LG