Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეჩმიაძინის ტაძარში შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა და გარეგინ მეორემ ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე რელიგიურ-კულტურულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. ადმინისტრაციის ცნობითვე, ყოველთა სომეხთა პატრიარქმა მადლიერება გამოხატა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც სომხური ეკლესიის კუთვნილი კულტურული ძეგლების რესტავრაცია "ქართუ" ფონდიდან დააფინანსა. დღესვე სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის გაცილების ცერემონია, რომლის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა და სერჟ სარგსიანმა კიდევ ერთი პირისპირ შეხვედრა გამართეს. ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი 27 თებერვალს შეხვდა სომხეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.
XS
SM
MD
LG