Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის თქმით, რუსეთი არ უგულებელყოფს დახმარების თაობაზე ყირიმის ხელისუფლების თხოვნას


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოფისის ცნობით, რუსეთი არ უგულებელყოფს ყირიმის პრორუსული ორიენტაციის პრემიერ-მინისტრის, სერგეი აქსიონოვის თხოვნას მშვიდობის დაცვის სფეროში დახმარების თაობაზე. აქსიონოვმა პუტინს შაბათს მიმართა თხოვნით. ასევე აქვიონოვმა გამოაცხადა, რომ ყირიმში სამხედრო, პოლიციის, საზღვრის დაცვისა და უშიშროების ძალები პირდაპირ მის ბრძანებებს უნდა დაექვემდებარონ. მისი თქმით, მეთაურები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამას, უნდა გადადგნენ.
XS
SM
MD
LG