Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება შტეფან ფიულე


საქართველოს ეწვია შტეფან ფიულე, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში. ვიზიტის ფარგლებში ფიულე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მთავრობის წევრებთან, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ევროკომისარი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების უმთავრეს საკითხებზე, კერძოდ, ასოცირების შეთანხმებასა და მის შემადგენელ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე ისაუბრებს. ევროკომისარი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი საჯარო ფინანსების რეფორმის მხარდაჭერის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს, ხოლო შტეფან ფიულე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ. შტეფან ფიულე საქართველოში 3 მარტს უნდა ჩამოსულიყო, თუმცა უკრაინის კრიზისის გამო ვიზიტი 24 საათით გადაიდო.
XS
SM
MD
LG