Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ადამიანი ემსხვერპლა ავიაიერიშს ღაზის სექტორში


ორი ადამიანი ემსხვერპლა ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულ ავიაიერიშს. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ იერიში განხორციელდა მებრძოლებზე. ღაზის ხელისუფლება, რომელიც ისლამისტური რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებისგან შედგება, არ აღიარებს მშვიდობიან მოლაპარაკებებს ისრაელის ხელისუფლებასა და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შორის, რომელიც სამწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა.
XS
SM
MD
LG