Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნის ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს


რუსეთში ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ალექსეი ნავალნის, რომელსაც შინა პატიმრობა აქვს მისჯილი, ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს. ნავალნის და მის ძმას, ოლეგს წაყენებული აქვთ კომპანია „ივ როშეს“ კუთვნილი ფულის მითვისების ბრალდება. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის განმარტებით, ალექსეი ნავალნი გუშინ წაიყვანეს იზოლატორიდან, რომელშიც შვიდი დღე დაჰყო საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ბრალდების საფუძველზე. ის წაიყვანეს შინ და გაუკეთეს ელექტრონული სამაჯური, მისი გადაადგილების გასაკონტროლებლად. სასამართლომ 28 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება ნავალნისთვის შინა პატიმრობის შეფარდების თაობაზე. მას აეკრძალა ტელეფონით და ინტერნეტით სარგებლობა, მედიასთან კონტაქტი და კომენტარის მიცემა მის მიმართ აღძრულ საქმეზე. გამოძიების ვერსიით, ალექსეი ნავალნიმ და მისმა ძმამ, ოლეგმა, 55 მილიონ მანეთამდე მიითვისეს. ძმები ნავალნები ბრალდებას უარყოფენ.
XS
SM
MD
LG