Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა წერილით მიმართა ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურებს


ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს სპეციალური წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა. მისი განცხადებით, პრემიერი ევროკავშირს მიმართავს, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად გაითვალისწინოს საქართველოს საკითხი და აუცილებლად შედგეს დისკუსია მისი ევროპული მომავლის შესახებ, რადგან ქვეყანა მზად არის განავითაროს ევროპული რეფორმები და არც ერთ შემთხვევაში არ გადაუხვიოს ევროპულ არჩევანს. „ამ პროცესში საქართველოს სჭირდება სერიოზული მხარდაჭერა და სოლიდარობა და ჩვენთვის, რასაკვირველია, ევროპული პერსპექტივა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. ის დღეს თბილისში შეხვდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ლიტვის, შვედეთის, საფრანგეთისა და რუმინეთის საგანგებო დავალებათა ელჩებს.
XS
SM
MD
LG