Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ევროპელ მოკავშირეებს რუსეთზე ზეწოლაში დაეხმარება


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დახმარებას დაჰპირდა ევროპელ მოკავშირეებს, რომლებიც ზეწოლას ახდენენ რუსეთზე, რათა მან გაიყვანოს ჯარები უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიდან. ამასთან ობამამ აღნიშნა, რომ „შექმნილი ვითარებიდან არსებობს გამოსავალი, რაც როგორც რუსეთის, ისევე უკრაინელი ხალხის ინტერსების შეესაბამებაო“. ხუთშაბათს ბარაკ ობამა გამოეხმაურა ყირიმის მიერ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას და ამ იდეას „სრულიად უკანონო“ უწოდა. „უკრაინის მომავალთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უკრაინის კანონიერი ხელისუფლების მონაწილეობით უნდა იყოს მიღებულიო“,- დასძინა ბარაკ ობამამ, რომლის თქმითაც, აშშ-ის მიერ რუსეთის ცალკეული მოქალაქეებისა და ინდივიდების მიმართ შემოღებული სანქციები მოსკოვს აჩვენებს, რომ მას უკრაინაში ჩარევა ძვირად დაუჯდება.
XS
SM
MD
LG