Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელები მიიღებენ მონაწილეობას სოჭის პარაოლიმპიურ თამაშებში


უკრაინელი ათლეტები მიიღებენ მონაწილეობას სოჭის პარაოლიმპიურ თამაშებში, რომელიც დღეს იწყება. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, სოჭში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა უკრაინის ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, ვალერი სუშკევიჩმა. მისივე თქმით, თუ რუსეთი ოფიციალურდ შეიყვანს ჯარებს უკრაინაში, გუნდი მაშინვე დატოვებს ასპარეზობას. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და დასავლეთის რამდენიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები არ დაესწრებიან პარაოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, უკრაინაში რუსეთის ქმედების გასაპროტესტებლად. თუმცა, ათლეტები მონაწილეობას მიიღებენ სპორტულ ასპარეზობებში. სოჭში ჩასული არიან 45 ქვეყნის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG