Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: 2008 წლიდან საჰაერო სივრცის დარღვევის 1000-მდე ფაქტია აღრიცხული


თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, 2008 წლიდან რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის 1000-მდე ფაქტია აღრიცხული. მინისტრის განცხადებით, შეიარაღებული ძალები ვითარებას აკონტროლებენ და მზად აქვთ ყველა შესაბამისი მოქმედების სცენარი. ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ საქართველოს საჰარეო სივრცის დარღვევის გუშინდელ ფაქტს მოცემული მომენტისთვის არანაირი დამატებითი საფრთხე არ შეუქმნია და არ შეუცვლია შეიარაღებული ძალების გეგმები, რადგან ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის გამო არმია ისედაც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია. რუსული საფრენი აპარატების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის გამო სპეციალური განცხადება 6 მარტს საღამოს გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მან რუსეთის ქმედებები შეაფასა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების კიდევ ერთხელ დარღვევად. სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე, რათა აღიკევთოს რუსეთის პროვოკაციული ქმედებები და ვითარების დაძაბვის მცდელობა.
XS
SM
MD
LG