Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებამ ადგილობრივი მმართველი მოკლა


ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოკლეს აფეთქების დროს. აღმოსავლეთ პროვინცია ნანჰარგარის, ნავიანის რაიონის ხელმძღვანელის, ნურ აღა ქამრანის მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა უცნობმა პირებმა მიამაგრეს. აფეთქებისას ქარმანის ორი მცველი და ოთხი სხვა პირი დაშავდნენ. პასუხისგებლობა მომხდარისთვის თალიბანმა იკისრა. შაბათს ავღანეთის უშიშროების ძალების ექვსი წარმომადგენელი შეეწირა გზაზე ჩადებული ბომბის აფეთქებას ლაღმანის პროვინციის ქალაქ მითერლამში. ამ ინციდენტისთვის პასუხისმგებლობაც თალიბანმა იკისრა. ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნებია ერთ თვეში.
XS
SM
MD
LG