Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებამ 22 ადამიანი იმსხვერპლა


ერაყში, ქალაქ ჰილას ცენტრში, ავტომანქანის აფეთქებისას 22-მდე ადამიანი დაიხოცა. ათეულობით იქ მყოფი პირი დაშავდა. ხელისუფლება მოელის, რომ მხვერპლის რიცხვი გაიზრდება. პოლიციის თანახმად, თვითმკვლელმა ბომბი ააფეთქა საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, სადაც ბევრი ხალხი შეკრებილიყო. ჰილა შიიტებით არს დასახლებული, ის ბაღდადიდან 95 კილომეტრში მდებარეობს. ბოლო თვეებში ერაყში ერთობ გაიზარდა აფეთქებების და მათ შედეგად დახოცილთა რიცხვი. გაეროს თანახმად, ერაყში შარშან ცხრა ათასი ადამიანი დაიხოცა თავდასხმების შედეგად. წელს, იანვარსა და თებერვალში ერაყში 1400 ადამიანი დახოცეს.
XS
SM
MD
LG