Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ოთხშაბათს ვაშინგტონში შეხვდება იაცენიუკს


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ოთხშაბათს შეხვდება. ობამას სურს არსენი იაცენიუკს მხარდაჭერა უჩვენოს რუსეთთან დაძაბულობის გამო უკრაინის ყირიმის რეგიონის გარშემო. თეთრი სახლის თანახმად, ობამა და იაცენიუკი იმსჯელებენ ყირიმში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მშვიდობიანი მოგვარების გარშემო. მათი საუბრის თემა იქნება უკრაინისთვის საერთაშორისო საფინანსო მხარდაჭერის მოპოვების გზებიც. იაცენიუკმა კვირას კიევში დემონსტრაციაზე განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთს თავისი მიწის "ერთ გოჯსაც" არ დაუთმობს. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და ბრიტანეთის პრემიერს, დევიდ კამერონს და დაიცვა ყირიმის თვითგამოცხადებული პრორუსული მთავრობის გადაწყვეტილება, რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმი ჩაატაროს 16 მარტს. დაპირისპირებულ პრორუსულ და პროუკრაინულ ძალთა მსვლელობები გაიმართა დღეს უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, რის გამოც დაძაბულობა გაიზარდა.
XS
SM
MD
LG