ოფიციალური ინფორმაციით, ჰაერიდან და ზღვაში ძებნის მიუხედავად, ჯერ კიდევ ვერ მიაგნეს მალაიზიის ავიაკომპანიის კუთვნილი, რადარებიდან ორი დღის წინ გაუჩინარებული თვითმფრინავის კვალს. თვითმრინავში 239 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 150-ზე მეტი ჩინელი. გამომძიებლების ყურადღება მიმართულია ორი მგზავრისაკენ, რომელიც, როგორც გაირკვა, მოპარული პასპორტებით სარგებლობდა. "ბოინგ 777" ტიპის თვითმფრინავი, რომელიც კუალა ლუმპური-პეკინის რეისს ასრულებდა, შაბათს გაუჩინარდა. მომხდარის ვერსიებს შორის, რომლებსაც განიხილავენ, არის თვითმფრინავის აფეთქება და გატაცება.
ყველაზე პოპულარული
1