Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში აპროტესტებენ ოქროს მომპოვებელი ავსტრალიური კომპანიის მუშაობას


ყირგიზეთში 2000-მდე ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე სამხრეთში მდებარე ბატკენის რეგიონში ოქროს მომპოვებელ ავსტრალურ კომპანია Z-Explorer-ის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გარემოს დაბინძურებას და ინფრასტრუქტურის დაზიანებას უჩივის. ავსტრალიურმა კომპანიამ ბატკენში ოქროს მოპოვების ლიცენზია მოიპოვა მას შემდეგ, რაც იქ 2010 წელს აღმოაჩინა ოქროს მარაგი. კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მიმდინარე სამუშაოები საფრთხეს არ უქმნის გარემოს და რომ კომპანიას 2013 წლის ივნისში აქვს მიღებული ყველა შესაბამისი საბუთი.
XS
SM
MD
LG