Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში გაუჩინარდა რამდენიმე უკრაინელი ჟურნალისტი და აქტივისტი


ყირიმში გაუჩინარდა რამდენიმე უკრაინელი ჟურნალისტი და აქტივისტი. მათ შორის არიან ყირიმელი უკრაინელების საბჭოს თავმჯდომარე ანდრეი შჩეკუნი და სიმფეროპოლის უკრაინული სკოლის მმართველთა საბჭოს დირექტორი, ანატოლი კოვალსკი. კოვალსკის შვილის, სერგეის ინფორმაციით, მამამისი და შჩეკუნი კვირას, რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შემდეგ, სიმფეროპოლის რკინიგზის სადგურზე სცემეს და თან წაიყვანეს უცნობმა პირებმა. ხოლო უკრაინელი ჟურნალისტი ალექსი ბიკი იუწყება ორი კოლეგის დაკავების შესახებ. მისი თქმით, კატერინა ბუტკო და ალექსანდრა რიაზანცევა კვირას შეიპყრეს თვითგამოცხადებულმა „მცველებმა“ და სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა სხვა, დაუდგენელმა პირებმა, როცა ჟურნალისტებმა ყირიმის ტერიტორიაზე შესვლა სცადეს. მათი ადგილსამყოფელი უცნობია. ცნობების თანახმად, კვირას ყირიმში დააკავეს კიდევ რამდენიმე უკრაინელი ჟურნალისტი.
XS
SM
MD
LG