Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო საჰაერო დაზვერვას იწყებს პოლონეთსა და რუმინეთში


უკრაინაში შექმნილი ვითარების მონიტორინგის ფარგლებში, ნატო რუმინეთსა და პოლონეთში განახორციელებს საჰაერო დაზვერვის მისიას, რომლის დროსაც „ავაქსის“ კლასის რადიო დამიზნებისა და აღმოჩენის საავიაციო სისტემები იქნება გამოყენებული. შესაბამის წინადადებას, რომლის ინიციატორიც აშშ-ისა და ნატოს საჰაერო ძალების სარდალი გენერალი ფილი ბრედლოვია, ორშაბათს ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა დაუჭირეს მხარი. ნატოს ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ აღნიშნული მისია „გააძლიერებს ალიანსის ინფორმირებულობას შექმნილი სიტუაციის თაობაზე.“ ამასთან, როგორც ნატოს სარდლობის განცხადებაშია აღნიშნულია, ფრენა მხოლოდ ალიანსის ტერიტორიაზე იწარმოებს.
XS
SM
MD
LG