ევროპის კომისიამ სამშაბათს დაამტკიცა, რომ 500 მილიონ ევრომდე გაზარდა უკრაინისთვის ორმხრივ ვაჭრობაში შეღავათების ომოცულობა. ევროკომიის თავმჯდომარის, ჟოზე მანუელ ბაროზუს თანახმად, ეს არის "კონკრეტული და არსებითი" ზომა, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას იანუკოვიჩის გადაყენების შემდეგ. მას მერე, რაც ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ დამტკიცდება, გაუქმდება გადასახადი სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქტზე. ევროპის ვაჭრობის კომისარმა, კარელ დე გუხტმა განაცხადა, რომ საბაჟო შეღავათები გასტანს პირველ ნოემბრამდე, შემდგომ კი უკრაინა უკვე მოაწერს ხელს. ბრიუსელთან ფართო სავაჭრო შეთანხმებას. ევროკავშირმა კიევს ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ თავებზე დაუყოვნებლივ ხელმოწერა შესთავაზა და ამასთან, ეკონომიკური დახმარების 15 მილიარდ დოლარიანი პაკეტი შესთავაზა ყირიმის გამო კრიზისის და რუსეთთან დაძაბული ვითარების ფონზე.
ყველაზე პოპულარული
1