Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაშარ ალ-ასადი საჯაროდ გამოჩნდა და დევნილები მოინახულა


სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა - რომელიც საჯაროდ იშვიათად ჩნდება - ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად დევნილი პირები მოინახულა. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ასადმა ოთხშაბათს მოინახულა ქალაქ ადრაში განთავსებული დევნილთა ბანაკი. ასადი საჯაროდ ბოლოს იანვარში ნახეს, როცა დამასკის ერთ-ერთ მეჩეთში ლოცვას დაესწრო. ადრას მიიჩნევენ დამასკთან შემაერთებელ სტრატეგიულ წერტილად და, შესაბამისად, იქ ხშირია შეტაკებები ჯარსა და მეამბოხეებს შორის. სირიის სამხედროები ქალაქს ინტენსიურად უტევენ მას შემდეგ, რაც მეამბოხეებმა დეკემბერში მისი რამდენიმე უბანი დაიკავეს. სირიის კონფლიქტის შედეგად 140,000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. გაეროს მონაცემებით, ომის შედეგად 2 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილად იქცა და თავს იორდანიას, ლიბანს, თურქეთს, ეგვიპტეს და ერაყს აფარებს. 6.5 მილიონამდე ადამიანი საკუთარ ქვეყანაში იქცა დევნილად.
XS
SM
MD
LG