Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალაიზია დაკარგულ თვითმფრინავს ანდამანის ზღვაში ეძებს


მალაიზიის მთავრობის ცნობით, მალაიზიის ავიახაზების დაკარგული თვითმფრინავის ძებნამ გადაინაცვლა ანდამანის ზღვის სამხრეთ ნაწილში - ძიების თავდაპირველი რადიუსიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, ასობით კილომეტრის მოშორებით. ეს ცნობა გამოაცხადა სამოქალაქო ავიაციის შეფმა, აზჰარუდინ აბდულ რაჰმანმა, თუმცა ძებნის წერტილად ამ ადგილის შერჩევის მიზეზი არ დაუკონკრეტებია. მალაიზიის მთავრობას აკრიტიკებენ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების და ზოგადი დაბნეულობის გამო იმ საკითხის გარშემო, თუ რა მიმართულებით მოძრაობდა გაუჩინარებული თვითმფრინავი. არის ცნობები, რომ თვითმფრინავი შესაძლოა უკან დაბრუნებას ცდილობდა კონტაქტის დაკარგვამდე მისი ბოლო ცნობილი პოზიციიდან, მალაიზიასა და ვიეტნამს შორის. თვითმფრინავი, რომელიც კუალა-ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა ბორტზე 239 ადამიანით, შაბათს დილით დაიკარგა.
XS
SM
MD
LG