Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი შვიდიანი რუსეთს მოუწოდებს შეაჩეროს ყირიმში რეფერენდუმისკენ ნაბიჯები


დიდ შვიდიანში შემავალი, ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ შეაჩეროს უკრაინის ყირიმის რეგიონში რეფერენდუმისკენ გადადგმული ნაბიჯები და „შეწყვიტოს ყირიმის სტატუსის შეცვლის ყველა მცდელობა“. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს მიმართ ზომები იქნება გატარებული. შვიდი ქვეყნის განცხადება ოთხშაბათს გამოაქვეყნა თეთრმა სახლმა. განცხადების თანახმად, კვირის ბოლოს დანიშნულ რეფერენდუმს „კანონიერი ძალა არ ექნება“ და შვიდეული არ აღიარებს მის შედეგებს. განცხადება ეკუთვნის კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ბრიტანეთის და აშშ-ის ლიდერებს, ევროპის საბჭოს და ევროკომისიის ხელმძღვანელებთან ერთად. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ოთხშაბათს თეთრ სახლში უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს უმასპინძლებს. ოთხშაბათს უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უარს ამბობს დიპლომატიურ კონტაქტზე ყირიმის საკითხის ირგვლივ.
XS
SM
MD
LG