Accessibility links

უკრაინის საზღვართან იზრდება სამხედრო სწავლების ინტენსივობა


რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილები საველე სწავლების ინტენსივობას ზრდიან როსტოვის, ბელგოროდის, ტამბოვისა და კურსკის ოქლებში - იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. სწავლების მიზანია სამხედრო ნაწილების საბრძოლო მომზადების შემოწმება უცხო გარემოში. ზემოხსენებული ოთხი რეგიონიდან სამი უკრაინის საზღვრის გასწვრივ მდებარეობს. საველე მომზადება მარტი ბოლომდე გაგრძელდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG