Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში ექვსამდე გაიზარდა შენობის დანგრევის მსხვერპლთა რიცხვი


ნიუ-იორკში ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაიღუპა გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად. აფეთქება ოთხშაბათს მოხდა ისტ ჰარლემის რაიონში მდებარე შენობაში. მაშველები განაგრძობენ ნანგრევებში კიდევ ცხრა ადამიანის ძებნას. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ სამშაბათ საღამოს იგრძნეს გაზის სუნი და გაზმომარაგების კომპანიას აუწყეს შესაძლო პრობლემის შესახებ. ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ „უსაშინლესი ტრაგედია“ უწოდა ამ ინციდენტს.
XS
SM
MD
LG