Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი რუსეთს აფრთხილებს, რომ მკაცრი ზომები მოჰყვება ყირიმში რეფერენდუმის ჩატარებას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ რუსეთი გააფრთხილა, რომ ყირიმში რეფერენდუმის ჩატარებას დაუყოვნებლივ მოჰყვება მკაცრი საპასუხო ზომები. ყირიმში კვირას აპირებენ რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას. კერიმ ხუთშაბათს განუცხადა ამერიკელ სენატორებს, რომ აშშ და ევროკავშირი ორშაბათს წარმოადგენენ „ძალიან სერიოზული ნაბიჯების მთელ სერიას“, თუ რუსეთი იმოქმედებს რეფერენდუმის სავარაუდო შედეგის - ყირიმის რუსეთთან მიერთების მხარდაჭერის - შესაბამისად. აშშ და ევროკავშირი აღნიშნავენ, რომ რეფერენდუმი არღვევს უკრაინის კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართალს, რის გამოც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აპირებს რეფერენდუმის შედეგის აღიარებს. კერი პარასკევს ლონდონში შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა ბოლო მომენტში კიდევ ერთხელ სცადოს რეფერენდუმის თავიდან აცილება.
XS
SM
MD
LG