Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა კობახიძე: პარტია "ქართულ ოცნებას" 50% ექნება კოალიციის საარჩევნო სიებში


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციულ სიებში კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების თანაფარდობა ცნობილია. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა, 50% პარტია "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს" ექნება, დანარჩენ 50%-ს კი კოალიციაში შემავალი სხვა ხუთი პოლიტიკური ძალა – "რესპუბლიკელები", "კონსერვატორები", "თავისუფალი დემოკრატები", "მრეწველები" და "ეროვნული ფორუმი" გაინაწილებენ. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, ვიცე-სპიკერის განმარტებით, კანდიდატებს ის პარტია დააყენებს, რომელსაც გამარჯვების მეტი შანსი ექნება.
XS
SM
MD
LG