Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უილიამ ჰეიგი ყირიმს მოუწოდებს უარი თქვას რეფერენდუმზე


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი ყირიმს მოუწოდებს უარი თქვას რეფერენდუმის ჩატარებაზე, რომელიც ნახევარკუნძულის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითვალისწინებს. ამასთან, ჰეიგი მოსკოვს აფრთხილებს, რომ მას შესაძლოა, ევროკავშირის მხრიდან ახალი სანქციები დაემუქროს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება. "თუკი ამ მიმართულებით უახლოესი დღეების განმავლობაში პროგრესი არ იქნება მიღწეული, ჩვენ ამ კრიზისის საპასუხოდ შემდგომ ეტაპებზე გადავალთ, მათ შორის რუსეთიდან ფიზიკური პირების აქტივების გაყინვასა და ევროპაში შესვლის აკრძალვაზე", - განაცხადა ჰეიგმა.
XS
SM
MD
LG