Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსენი იაცენიუკის განცხადებით, ჯერ კიდევ არის დრო კრიზისის დასაძლევად


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პირისპირ აღმოჩნდა სამხედრო აგრესიასთან, რომელსაც არ აქვს არანაირი მიზეზი და საფუძველი. იაცენიუკი თვლის, რომ ჯერ კიდევ არის დრო დაიძლიოს კრიზისი. თავის გამოსვლაში იაცენიუკმა მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს ჯარები ყირიმიდან და დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები კრიზისის დასაძლევად. იაცენიუკმა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლილსას ინგლისურად ლაპარაკობდა, გაეროში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელს ვიტალი ჩურკინს ტრიბუნიდან რუსულად მიმართა და ჰკითხა: „უნდათ კი რუსებს ომი?“
XS
SM
MD
LG