Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში დაიწყო კერის და ლავროვის შეხვედრა


ლონდონში დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, უკრაინაში კრიზისზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრის დაწყებამდე ლავროვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ვითარება რთულია“ და დიდი დრო დაიკარგა გამოსავლის მოსაძებნად. კერიმ ხუთშაბათს გააფრთხილა მოსკოვი, რომ შეერთებული შტატები და ევროპა სერიოზულ ზომებს მიმართავენ, თუ კვირას მართლაც ჩატარდება რეფერენდუმი ყირიმის რუსეთთან მიერთების საკითხზე. ასევე ხუთშაბათს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის „სამხედრო აგრესია“ ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას. თავის მხრივ, რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა თქვა, რომ რუსეთს არ სურს უკრაინაში ომი. ამ განცხადების ფონია რუსეთის ახალი სამხედრო წვრთნები უკრაინის საზღვართან. იუწყებიან აგრეთვე, რომ ქალაქ დონეცკში ერთი ადამიანი იქნა მოკლული მას შემდეგ, რაც რუსეთის მომხრეები თავს დაესხნენ ევროპაში ინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტებს.
XS
SM
MD
LG