Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს სტუმრობს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი


14 მარტს თბილისში მოლდავეთიდან ჩავიდა რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ პონტა. თავის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში. პონტას თქმით, ევროკავშირმა „ბევრად მეტი“ უნდა გააკეთოს თბილისისა და კიშინიოვისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა პონტას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. სააგენტო "სივილ ჯორჯია" ავრცელებს პონტას სიტყვებს - რომ ერთადერთი სფერო, სადაც ორი ქვეყანა შეიძლება ოპონენტები იყვნენ, არის რაგბი. საქართველოს და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები შაბათს თბილისში ორი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებებს შორის თამაშს დაესწრებიან.
XS
SM
MD
LG