Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთსა და უკრაინაში აქციები გაიმართა ყირიმის რეფერენდუმთან დაკავშირებით


რუსეთისა და უკრაინის ქალაქებში აქციები გაიმართა ყირიმში კვირის რეფერენდუმამდე ერთი დღით ადრე. მოსკოვში წვიმის მიუხედავად ათიათასობით ადამიანი შეუერთდა სამშვიდობო სვლას ყირიმში რუსეთის მოქმედების გასაპროტესტებლად. სვლა, რომლის მონაწილეებიც რუსეთის და უკრაინის დროშებს აფრიალებდნენ, დასრულდა სახაროვის გამზირზე, სადაც შეკრებილებს მიმართა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ოპოზიციონერებმა ბორის ნემცოვმა და მარიამ ალიოხინამ.
XS
SM
MD
LG