Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში იმართება სადავო რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების საკითხზე


ყირიმში მიმდინარეობს სადავო რეფერენდუმი ნახევარკუნძულის უკრაინისაგან გამოყოფის და რუსეთთან მიერთების საკითხზე. ყირიმის მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს ეთნიკური რუსები შეადგენენ და შესაბამისად მოსალოდნელია, რომ რეფერენდუმის მონაწილეების უმრავლესობა მიემხრობა რეგიონის რუსეთთან მიმართებას, რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევენ შეერთებული შტატები და ევროკავშირი. ისინი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებით ემუქრებიან მოსკოვს, თუ ის გააგრძელებს მოქმედებას ყირიმზე კონტროლის დასამყარებლად. დიპლომატების ინფორმაციით, შესაძლოა, ორშაბათსვე მიმართონ დამატებით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. შაბათს რუსეთმა ვეტოთი დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც უკანონოდ გამოაცხადებდა ყირიმის რეფერენდუმს.
XS
SM
MD
LG