Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის პრემიერ-მინისტრის აზრით, რეფერენდუმი შედგა


ყირიმის პრემიერ-მინისტრ სერგეი აქსიონოვის აზრით, რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხზე მიმდინარე რეფერენდუმი შემდგარად შეიძლება ჩაითვალოს. აქსიონოვის ამ განცხადების შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“. აქსიონოვი რეფერენდუმზე ამომრჩევლის სარკეორდოდ მაღალ, 85-პროცენტიან აქტივობას მოელის. რეფერენდუმს, რომლის ჩასატარებლადაც 1,5 მილიონზე მეტი ბიულეტენი დაიბეჭდა, უკანონოდ მიიჩნევენ შეერთებული შტატები და ევროკავშირი. ისინი არ აპირებენ კენჭისყრის შედეგის ცნობას და ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებით ემუქრებიან მოსკოვს, თუ ის გააგრძელებს მოქმედებას ყირიმზე კონტროლის დასამყარებლად. დიპლომატების ინფორმაციით, შესაძლოა, ორშაბათსვე მიმართონ დამატებით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG