Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


სერბიაში გაიმართა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამომრჩეველი შედარებით პასიური იყო - ცენტრალური საარჩევნო კომისია მოელის, რომ დაფიქსირდება ელექტორატის 50%-ზე ცოტა მეტის მონაწილეობა. ვადამდელი არჩევნები ჩატარდა მმართველი „სერბიის პროგრესული პარტიის“ ინიციატივით. პარტიას, რომელსაც პოპულარული პოლიტიკოსი ალექსანდარ ვუჩიჩი ხელმძღვანელობს, ამ არჩევნების შედეგად უფრო ძლიერი მანდატის მოპოვების იმედი აქვს, კორუფციის საწინააღმდეგო ზომების და სხვა რეფორმების განსახორციელებლად. მოსალოდნელია არჩევნებში სწორედ „პროგრესული პარტიის“ დამაჯერებელი გამარჯვება. მისი პოპულარობის მატების მიზეზად მიჩნეულია ევროკავშირში სერბიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყება. საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა იყო სერბიის სუსტი ეკონომიკა.
XS
SM
MD
LG