Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა


სერბეთში კვირას გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა. 250 კაციან პარლამენტში მემარჯვენე-ცენტრისტულ პროგრესულ პარტიას 157 ადგილი ხვდა წილად. მეორე ადგილზე 14 %-ით სერბეთის სოციალისტური პარტია გავიდა. ხუთ პროცენტიანი ბარიერი გაჭირვებით გადალახა მრავალი წლის განმავლობაში სერბეთის მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ და მისგან გამოყოფილმა ახალმა დემოკრატიულმა პარტიამ, რომლის ლიდერიც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ბორის ტადიჩია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვადამდელი არჩევნების შედეგები აბსოლუტური ძალაუფლებისაკენ გაუხსნის გზას სერბეთის პროგრესული პარტიის ლიდერს ალექსანდ ვუჩიჩს.
XS
SM
MD
LG