სამშაბათს ვენაში განახლდა ირანის და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე. მოლაპარაკების მიზანია ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული კრიზისის გრძელვადიანი მოგვარება. ამასთან, ირანი უცხოურ სადაზვერვო უწყებებს ადანაშაულებს მის ერთ-ერთი ბირთვულ ობიექტზე - არაკის საწარმოში - საბოტაჟის მცდელობაში. ირანთან მოლაპარაკებაში მონაწილე ქვეყნები არიან შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია.
ყველაზე პოპულარული
1