ავღანეთში, სულ ცოტა, 16 სამოქალაქო პირი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. დაჭრილია ათობით ადამიანი. აფეთქება მოხდა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მაიმანის ბაზარში. პროვინციის გუბერნატორის, მოჰამადულა პატაშის ცნობით, თავდამსხმელმა თავი აიფეთქა ხალხით სავსე ბაზრის შესასვლელში. ინციდენტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
ყველაზე პოპულარული
1