Accessibility links

„კავკაზცენტრი“: დაიღუპა ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერი, დოკუ უმაროვი


ინტერნეტგამოცემა „კავკაზცენტრის“ ინფორმაციით, დაიღუპა ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერი დოკუ უმაროვი. „კავკაზცენტრი“, რომელიც მეამბოხეებთან დაახლოებულ საინფორმაციო საშუალებად არის მიჩნეული, არაფერს წერს იმის შესახებ, თუ სად, ან როდის დაიღუპა უმაროვი. გასულ წლებში არაერთხელ გავრცელებულა უმაროვის სიკვდილის შესახებ ცნობა, მაგრამ ის არ დასტურდებოდა ხოლმე. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ვერ დაადასტურებს მეამბოხეების ლიდერის სიკვდილის შესახებ ინფორმაციას. „კავკაზცენტრის“ ცნობით, უმაროვის ადგილს დაიკავებს ალი აბუ მუჰამადი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG