აშშ სირიის ხელისუფლებას 31 მარტამდე აძლევს ვადას, რათა გადაწყვიტოს ვაშინგტონში სირიის საელჩოს, ხოლო მიჩიგანსა და ტეხასში საკონსულოების ბედი. ეს მოთხოვნა გავრცელდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა სირიელ დიპლომატებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები თანახმაა სირიამ მოძებნოს მესამე ქვეყანა, რომელიც მმართველობას გაუწევს სირიის დიპლომატების შენობებს, ქონებასა და არქივებს. ამ გადაწყვეტილებას შეერთებული შტატები იმით ხსნის, რომ სირიის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ დანიშნული პირების მუშაობა შეერთებულ შტატებში არსებულ დიპლომატიურ მისიებში მათთვის არასასურველია.
ყველაზე პოპულარული
1